30 წელი გავიდა 9 აპრილის მერე. მაშინ საბჭოთა ჯარი მაინც გვარბევდა – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.
“გუშინ 11 საათზე წამოვედი რუსთაველიდან. არ მომწონდა პარლამენტთან გაჩაღებული ძიძგილაობა და არ მესმოდა რა იყო ამის საბოლოო მიზანი. დარწმუნებული ვიყავი ორიოდ საათში ეს ყველაფერი თავისით დასრულდებოდა, რადგან პარლამენტის ტერიტორიის იქით ცხოვრება, ასე თუ ისე, ჩვეულებრივად მიდიოდა. მთავარი იყო ძალოვანებს ცოტა კიდევ გაეძლოთ და ოცნების ლიდერებს ნერვები მოეთოკათ. მერე ბიძინა მოსუქებული დედალივით შესწირავდა კობახიძეს (რომლის თავიდან მოცილება ისედაც უნდა) და მისნაირი ოდიოზური ფიგურის გარეშე 2020 წლის არჩევნებს გაცილებით უკეთეს ფორმაში შეხვდებოდა…
Mirror imaging ჰქვია ამას – როცა გგონია რომ სხვებიც შენსავით მსჯელობენ.
ახლა უკვე ისიც აღარ გამიკვირდება ოპოზიციის დაჭერები რომ დაიწყონ, გუშინ ყველაფერი ხომ იმათ გადააბრალეს. აბა როდის იყო რომ ოროსნები თავის ბრალს ხედავდნენ და მითუმეტეს აღიარებდნენ.
30 წელი გავიდა 9 აპრილის მერე. მაშინ საბჭოთა ჯარი მაინც გვარბევდა…
ვიცი რომ უიმედო ჩლუნგებისთვის ამის თქმას არ აქვს აზრი, მაგრამ მათ მაინც მივმართავ: 7 ნოემბრით გუშინდელის გამართლება არ დაიწყოთ, ბოლოსდაბოლოს იმის მერე 12 წელი გავიდა” – წერს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.