“ოე, მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ და ოპოზიციის გინებას რომ იწყებთ, ვისთან ხართ, გზა საიდან აგერიათ?! ოპოზიცია ესროდა გაქცეულებს?
თუ 26 მაისისთვის და 7 ნოემბრისთვის ის ხელისუფლება იყო ჯალათი, ახლა რა შეიცვალა! ჩამოყალიბდით, ან 26 მაისი და 7 ნოემბერიც მაშინდელი ოპოზიციის ბრალია, ან ეს ხელისუფლებაც ჯალათია”
ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.