ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თბილისში ბრუნდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბაქოში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება.

„ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე უკვე გზაშია. მასთან ერთად თბილისში ბრუნდება დელეგაციის ნაწილი.

შესაბამისად, გაუქმდა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დანიშნული ღონისძიებები, მათ შორის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

შეგახსენებთ, რომ 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა.

იტვირთბა....