„19:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან აუცილებლად იმიტომ, რომ განახლდება აქცია და იმიტომ, რომ აქ უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი და აღარც პოლიტიკოსები. ეს არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ. ხელისუფლებასთან, რომელიც რეჟიმად გაფორმდა. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს კონსტიტუციური უფლებები, არაერთგზის გაუყალბეს არჩევნები და ახლა ვიღაც ნაძირალა გავრილოვს გადააყოლეს სამოქალაქო სიმშვიდე და გადააყოლეს ადამიანის უფლებები“
გრიგოლ ვაშაძე
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.