ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დაკავებულები და დაშავებულები: კლინიკებში ათობით ადამიანია მოთავსებული

დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სპეცრაზმის წევრებმა აქციის დაშლის შემდეგ საკმაოდ დიდ პერიმეტრზე სდიეს უკან დემონსტრანტებს.

საბოლოოდ აქცია დაიშალა, თუმცა კლინიკებში მოთავსებულია ათობით დაზარალებული მოქალაქე. მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი მკლავის არეში რეზინის ტყვიითაა დაჭრილი.

ამასთან დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც, როგორც სამართალდამცველები აცხადებენ ზედმეტი აქტიურობით გამოირჩეოდნენ. დემონსტრანტებმა ამოაყირავეს ავტომანქანა და მას ხელკეტებს ურტყამდნენ. პოლიცია საკმაოდ დიდხანს მისდევდა რამდენიმე დემონსტრანტს და შედეგად რამდენიმე მათგანი დაკავა.

პოლიტიკური ოპოზიცია აქციის გაგრძელებას აანონსებს. როგორც ირკვევა, დღეს საღამოს 19 საათზე პარლამენტის წინ მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება.

გამოყენებულია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კადრები

იტვირთბა....