“ჩვენ უნდა მივიდეთ იქ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ, სოლოლაკზე და ერეკლეს მოედანზე, სადაც არის “ქართული ოცნების” ოფისი და მოვთხოვოთ მათ პასუხი. მაქსიმუმ ერთ საათში, უნდა გადადგეს ირაკლი კობახიძე, თორემ ხალხი მთლიანად გადაუვლის ოცნებას”
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და მერობის ყოფილი კანდიდატი
“ტვ პირველის” ეთერი