საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საჰაერო სივრცე დაირღვა ოკუპირებულ ზოლს მიღმა, ანუ ცხინვალის რეგიონში.
მისივე თქმით, მომხდარზე შესაბამისმა სამსახურმა უკვე გააკეთა განცხადება.
„ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირდა შემოფრენა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა უკვე განცხადება. რაც შეეხება ჩვენს უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს ყველა ფაქტზე, იცით თქვენ უკვე, რომ ახდენს მკაცრ რეაგირებას და აღნიშნული გახდება ჩვენი მსჯელობის საგანი ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, იმ ინსტრუმენტებით რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. საჰაერო სივრცე დაირღვა ოკუპირებულ ზოლს მიღმა, ანუ ცხინვალის რეგიონში”. – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა, მომხდარს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.