მთავარი სოციალური ქსელი

თბილისში დაგეგმილ, გაცილებით მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარს ვეუბნებოდით რუს პარლამენტარებს – უსუფაშვილი

“ჩვენ წინა მოწვევის საპარლამენტო დელეგაცია არ მივავლინეთ მოსკოვში დაგეგმილ მართლმადიდებელურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, ხოლო, თბილისში დაგეგმილ, გაცილებით მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარს ვეუბნებოდით საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევ რუს პარლამენტარებს. ამისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ზოგჯერ სანქციებიც კი მიგვიღია, მაგრამ გვჯეროდა, რომ ეს იყო გამართლებული პოლიტიკური მსხვერპლი. გაუგებარია, ახლა განსხვავებულ პოლიტიკურ მსხვერპლზე რატომ წავიდა ოცნება?…”

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

იტვირთბა....