მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუდმივმოქმედი წევრი დიმიტრი ხუნდაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ არ იცოდა, რომ ფორუმს გავრილოვი წაიყვანდა.
“ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ფორუმი უნდა წაეყვანა ასამბლეის თავმჯდომარეს, საბერძნეთის წარმომადგენელს. წევრი ვარ, მაგრამ ტექნიკურ საკითხებში მონაწილეობა არ მიმიღია. თუმცა, ვიცოდი როგორი ფორმატი უნდა ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ იქ მეორე სკამიც გაჩნდა”, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა.