“რუსეთი რომ ოკუპანტია, ის თავად არ უარყოფს ამას. სხდომა უნდა წაეყვანა თუ არა რუს დეპუტატს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ვინ დასვა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე? „ქართულმა ოცნებამ“! მთელი ეს სპექტაკლი გააზრებულად დადგეს „ქართულმა ოცნებამ“ და სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტჯგუფებმა. ადა მარშანია განა გავრილოვს იცავდა?! არა, ბატონებო, ადა მარშანია პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს ნაცებისგან იცავდა, რომლებიც, ასევე, ასე იმსახურებენ იქ ჯდომას. ადა მარშანია იმას აპროტესტებდა, რასაც ქართველი ხალხი აპროტესტებს- ოკუპაციის თანამონაწილეები- სააკაშვილ-ბოკერიები დღეს გმირებად წარმოჩენას ლამობენ და ამაში მათ „ქართული ოცნება“ ეხმარება. აი, ამას აპროტესტდებდა ადა მარშანია. ვინც ახალგორი და კოდორი ჩააბარა, ვინც ქართული მიწა გაყიდა, ის ხალხი უნდა გამოიდევნოს პარლამენტიდან. ესაა ჩვენი პოზიცია! მაგრამ ეს ხალხი, ეს მიწისგამოყიდეველები, დღეს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დგამს პოლიტიკურ სპექტაკლს და იცით, რა არის ამ სპექტაკლის რეალური მიზანი? არც ქვეყნის გაერთიანებაა, არც სოხუმის და ცხინვალის დაბრუნებაა. პირიქით, მათი საბოლოო მოწყვეტაა და აგერ გავრილოვი უკვე ახმოვანებს რუსეთის პოზიციას- მოხდება სრული იზოლაცია, საფრთხის ქვეშაა ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექიტივაც კი. ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს? ქართველი ხალხის წისქვილზე ნამდვილად არა! ისევ მკაფიოდ ვამბობ: რაც დღეს პარლამენტში მოხდა, ესაა ივანიშვილის, ბოკერიას და სააკაშვილის მიერ ერთობლივად დადგმული სპექტაკლი. კობახიძე გადადგესო. 2 წელია მოვითხოვთ, რომ გადადგეს კობახიძე, მაგრამ კობახიძე, პირველ რიგში, იმიტომ უნდა გადადგეს, რომ ჩვენს რეზოლუციას არ დაუჭრა მხარი. სოხუმის და ცხინვალის ოკუპაციის თანაოკუპანტებთან ( სააკაშვილი და ბოკერია) ააგო პოლიტიკური თამაშები, არც იმ საგამოძიებო კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი, რომელმაც კოდორის ჩაბარების დეტალები უნდა გამოიძიოს. აი, ამიტომ უნდა გადადგეს კობახიძე და არა მარტო იმის გამო, რომ მისი სავარძელი („ქართული ოცნებისვე“ გადაწყვეტილებით) გავრილოვმა დაიკავა, რაც სრულიად მიუღებელია ჩვენთვის. დააკვირდით: გავრილოვი „ქართულმა ოცნებამ“ შემოუშვა ქვეყანაში, „ქართულმა ოცნებამ“ დაპატიჟა მაინც და მაინც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, რაც იყო დაუშვებელი! მიუღებელი და დაუშვებელი! „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით (ისე არ ხდება!) დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, მერე „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ბოკერია-სააკაშვილის პოლიტჯგუფებს გავრილოვის გაგდების, გავრილოვისთვის წყლის შესხმის საშუალება. ახლა ეს ყველაფერი ტრაგი-კომედიაა არ არის? თანაოკუპანტები- აი, ეს ტერმინი შემოგვაქვს დღეიდან და თანაოკუპანტია ბოკერია, სააკაშვილი, ყველა ის პირი, ვინც 2008 წლამდე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრები გაავლო, ხოლო 2008 წელს ქვეყნის მიწების 22%-ი სამაცხვინოდ გაყიდა. სწორედ ამ ხალხს- თავად გამყიდეველებს არა აქვს უფლება, ილაპარაკონ ოკუპაციაზე! ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხვდება და დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური სპექტაკლი უძვირესად დაუჯდება, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე მის პარტნიორ სააკაშვილ-ბოკერიებს. პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ იზიარებს მოსახელობის პროტესტს. ვიმეორებ: მოსახელობას გადასარევად ესმის, რა სპექტაკლი დაიდგა. მოსახელობის პროტესტი დღეს მიმართულია სამივე პოლიტიკური მოთამაშის მიმართ: ოცნება-სააკაშვილი-ბოკერია და მათი რეალური სატელიტები! ყველას გასაგონად ვწერ: ამ პოლიტიკურ სპექტაკლთან პატრიოტთა ალიანსს არავითარი შეხება არა აქვს. რატომ ხდება ეს ყველაფერი, დეტალურად კიდევ დავწერ ჩემს მოსაზრებებს”
“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი; სოციალური ქსელი;