საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრენა განახორციელა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
„ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხი მწვავედ დგება როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ისე ჟენევის ფორმატებში“, – განაცხადეს სუს-ში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საკრებულოს დეპუატატმა ლია ჩლაჩიძემ განუცხადა.