ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის საკრებულოს დეპუტატი – გორის სოფლების თავზე რუსეთის ვერტმფრენი გამოჩნდა

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საკრებულოს დეპუატატმა ლია ჩლაჩიძემ განუცხადა. მისი თქმით, დაახლოებით 13:00 საათზე ვერტმფრენმა ჯერ სოფელ ერგნეთს გადაუფრინა, შემდეგ კი სოფელ დიცის მიმართულებით წავიდა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

,,მე ერგნეთში ვცხოვრობ. ჩვენსკენ ნიქოზის მხრიდან გამოფრინდა, შემდეგ დიცის მხარეს აიღო მიმართულება” – აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....