ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც პარლამენტში მოხდა” – ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას საგანგებო განცხადებით ეხმაურება, რომელსაც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

“ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი… რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

შეგახსენებთ, რომ რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა. სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.
იტვირთბა....