“ამ ნაძირალა გავრილოვმა ხატი გადასცა ქართული ოცნების წარმომადგენელს ამ ფორუმზე.
რუსები მოდიან ხატებით, ტანკებით, ბანკებით, გაზპრომით, მოღალატე პოლიტიკოსებით. ესაა მათი ბრძოლის იარაღი.
უმრავლესობის წევრბს უნდათ თავის დაძრომა. ყველა, ვინც გააპროტესტებს მომხდარ ფაქტს, უნდა გავიდეს უმრავლესობიდან”
რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
სოციალური ქსელი
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას, რომელსაც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.