ეს არის შემოლაწუნება ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის, რომლიდანაც უამრავმა ადამიანმა დადო თავი იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი ქვეყანა დღეს. ეს არის იმ 9 აპრილის გმირებისთვის შემოლაწუნება, რომლებიც იქ დაიხოცნენ, იმ პარლამენტის შენობასთან, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას, რომელსაც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვება.
დოლიძის განცხადებით, ის აპპირებს პარლამენტში მისვლასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.
“ეს არის სერგო ორჯონიკიძისა და მეხუთე კოლონის ხაზის გაგრძელება. ამ ხაზს აგრძელებს ხელისუფლება, რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა. პირველ რიგში, ირაკლი კობახიძე, რომელიც ადგა იმ სავარძლიდან და ადგილი დაუთმო რუსეთის დუმის დეპუტატს. ეს არის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელება. ეს არის მეხუთე კოლონა, მეტი კი არაფერია. საქართველოში ხდება იმის გაკეთება ჩუმად და წყნარად, რაც ვერ მოახერხეს მანამდე, რადგან უამრავმა ადამიანმა, მათ შორის გიორგი ანწუხელიძემ დადო საკუთარი ცხოვრება სასწორზე. ამის პოლიტიკურ ფასს “ქართული ოცნება” გადაიხდის. მე ახლა სხდომაზე მივდივარ, მორჩება თუ არა, ვაპირერბ იქ მივიდე და ჩემი სათქმელი იქ გამოვხატო”, – აცხადებს დოლიძე.