სიბილწის და გარყვნილების ზეიმი ე.წ. გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს,- ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, განაცხადა.
„დღეს არავის, არც ერთ ქართველს არ აქვს უფლება რომ განზე გადგეს. ლევან ვასაძის გამარჯვება არის ჩვენი გამარჯვება, მისი დამარცხება არის ჩვენი დამარცხება. გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ სიბილწის და გარყვნილების ზეიმი ე.წ. გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს. შეწინააღდმეგების მეთოდები იქნება მშვიდობიანი, შემიძლია, მხოლოდ და მხოლოდ ეს გითხრათ.
მინდა, მივმართო უმცირესობების წარმომადგენლებს – ესე ჩუმად შეკრება, ორ-ორი კაცით და შემდგომში თავიანთი სპონსორებისთვის იმის ჩვენება, რომ თითქოს რაღაცას ატარებენ, მათთვისაც თავის მოტყუებაა და სპონსორებისთვისაც. ტყუილად გადაყრიან იმ ფულებს, რომელსაც მათ ურიცხავენ“,- განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც ბრეგაძე აცხადებს, არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ „თბილისი პრაიდი“ ჩატარდეს. თუ რა გზებს მიმართავენ მათთვის ხელის შესაშლელად, ბრეგაძე არ ახმოვანებს და ამბობს, რომ ამას სიურპრიზად დატოვებს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს თუნდაც 1 % შანსი იმისა, რომ საქართველოში „გეი აღლუმი“ ჩატარდეს. საქართველო დარჩება ქრისტიანულ ქვეყანა, სადაც „გეი აღლუმი“ არ ჩატარებულა და ჩვენ ამით ვართ ამაყები. კარგად იცით, რომ განსაკუთრებული აქტივობებით ამ დღეებში არ გამოვირჩეოდით, ეს ერთი შეხედვით, მაგრამ მეორეს მხრივ, ყოველდღიურად ვმუშაობდით. ჩვენ გვყავს საკმაოდ სერიოზული ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ. შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ „გეი აღლუმი“ არ ჩატარდება, თუ როგორ არ ჩატარდება, მოდი, ეს სიურპრიზად დავტოვოთ ყველასთვის.
ჩვენ ვართ ყველანი ერთიანი, მეც, „მარშიც“, ლევან ვასაძეც , გურამ ფალავანდიშვილიც, რადგან ჩვენ ყველა ვიბრძვით ერთი მიზნისთვის – საქართველოში გარყვნილების პროპაგანდა არ უნდა იყოს. ეს არის უმთავრესი მიზანი. თუ შეიგნებენ უმცირესობების წარმომადგენლები, ძალიან კარგი იქნება. მათ არავინ არ უშლის არც ცხოვრებას, არც სოციალურ აქტივობას, არც მუშაობას, სწავლას, განათლების მიღებას და შეიგნონ ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დარწმუნებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ, უბრალოდ სიურპრიზს ვერ გაგიმხელთ, სახალხო მღელვარება იქნება გარდაუვალი“,- განაცხადა ბრეგაძემ.