ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მოქალაქისგან ლგბტ ფერების ფარდის ჩამოხსნას და დაწვას ითხოვდნენ

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ, სადაც, მათი თქმით, ლგბტ აქტივისტების დროშა იყო გადმოფენილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა უთხრეს, ეს არ იყო დროშა, ეს იყო ფარდა, რომელიც მოქალაქემ ჩამოხსნა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ფარდა მათ გადასცენ, რადგან კორპუსის წინ სურდათ დაწვა. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რადგან მოქალაქემ ფარდა ჩამოხსნა, აქცია დაიშალა.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ვერის ბაღში გადაინაცვლეს.

იტვირთბა....