aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მოწინააღმდეგეები ჩართული არიან “ნაციონალების” დოგმატურ ჩარჩოებში” – ქუცნაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოვეშვათ ამ ქაჯობას, დავიცვათ ეროვნული ინტერესები და გამოვიყენოთ საერთაშორისო ფორუმები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეისა და მასში მონაწილე რუსეთის დელეგაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვემიჯნებით ზოგადად გავლიროვისა და რუსული დიპლომატიის პოზიციას. მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ღონისძიება მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სახით, ამიტომაც ერთმანეთთან არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება. ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო დიპლომატიის ინსტრუმენტები გვაქვს იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ ის, ვინც ამ ინსტრუმენტებბის გამოყენების წინააღმდეგია, უნებლიედ არის საქართველოს მთლიანობის, საქართველოს გამთლიანებისთვის ბრძოლის მოწინააღმდეგე“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, მხოლოდ ემოციური განცხადებებით ეს საქმე ვერ გაკეთდება.

„საქართველოს სამწუხაროდ არ აქვს იმხელა ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს. ჩვენ ხელში მხოლოდ ორი ინსტრუმენტია საერთაშორისო დიპლომატიისა და საპარლამენტო დიპლომატიის სახით. ვინც ამ ტრიბუნაზე უარს ამბობს, საქართველოს მთლიანობაზე ამბობს უარს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვისაც დიპლომატია ესმის, იცის, რომ დელეგაციის შემადგენლობას ის ქვეყანა განსაზრვრავს, რომელიც დელეგაციას გზავნის და არა გენერალური სამდივნო ან მასპინძელი ქვეყანა.

„მე ვუწოდე ამას დიპლომატიური ქაჯობა, რადგან ამ მნიშვნელოვანი გენერალური ასამბლეის წევრია ქვეყანა და არა გავრილოვი. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს დიპლომატია ესმის, სახელმწიფოები ვის მიავლენენ დელეგაციის შემადგენლობაში, წყვეტენ მათი ადგილობრივი პარლამენტები და არა ათენი, საერთაშორისო გენერალური სამდივნოს სახით ან თბილისი, მასპინძლობის სახით. ვისაც ეს არ ესმის, არის დიპლომატიური ქაჯი. რაც შეეხება იმას, არის თუ არა გოსდუმაში ვინმე დეპუტატი, ვისაც ხმა არ აქვს მიცემული ცხინვალის, სამაჩაბლოს რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის, ასეთი დეპუტატი არ არსებობს. მაგ ლოგიკით საქართველოში შემოსაშვები არავინ არის. მოვეშვათ ამ ქაჯობას, დავიცვათ ეროვნული ინტერესები და გამოვიყენოთ საერთაშორისო ფორუმები“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, 19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა.

იტვირთბა....