მე არავითარი ინტერესი არ მამოძრავებს არც რუსეთში, არც ევროპაში, არც ამერიკაში, გარდა ჩემი ქვეყნის ინტერესებისა. 15 წელია ხომ მდებთ ბრალს, რომ ამას ყველაფერს ვაკეთებ ფარული ინტერესებისთვის, სწორედ მაგიტომაც არ შევდივარ პოლიტიკაში, რომ დაგიდასტუროთ, ეს ასე არაა. ასევე იმიტომ, რომ ჩემს ცოლ-შვილს ეს ჯვრად უნდა დაედოს, რადგან ტანჯვა-წამებაა ის, რაც ჩვენ ამ დღეებში გამოვიარეთ. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მე თუ ცოცხალი ვიქნები, ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ქართულ მონასტერში წავიდე და ის ჭრილობები მოვიშუშო, რომელიც ამ ბრძოლის დროს მივიღე
განაცხადა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ჟურნალისტებთან საუბრისას