“დღეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობა არის, რომ არ დავუშვათ გეი აღლუმი, რადგანაც საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც გეი აღლუმი არ გამართულა და არც გაიმართება, ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა, მაგრამ ისინი გეი აღლუმს ვერ ჩაატარებენ, სატანა ვერ იზეიმებს საქართველოში, იმიტომ, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის კურთხეული ქვეყანა”
შეგახსენებთ, რომ 18-23 ივნისს დაგეგმილი იყო “თბილისი პრაიდის” ჩატარება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონსიძიება იყო დაგეგმილი.
ამის შემდეგ, საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და ხელისუფლებას მოუწოდა, რომარ დაეშვა ე.წ. გეი-პრაიდის ჩატარება.
საპატრიარქოს ამ მოწოდების შემდეგ “თბილისი პრაიდის” ორგანოზატორებმა იმდღესვე გადაწყვიტეს აქციის ჩატარება. აქციის პარალელურად ბიზნესმენი ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების კონტრაქცია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ორ აქციას ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.
საბოლოოდ, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა პოლიციის კორდონის თანხლებით დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია. კონტრაქციიდან კი 28 პირი დააკავეს.
სანდრო ბრეგაძე, “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი