მთავარი ციტატა

“თუკი ადგილი ექნება ძალადობას, პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება ხელისუფლებას” – სოზაშვილი

“პრაიდი არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია და თუ სახელმწიფო გვეტყვის, რომ არ დაიცავს ამ მშვიდობიან მოქალაქეებს, მაშინ ის არის ისეთი უუნარო, რომ უნდა გადადგეს. ის, რისკენაც მოუწოდებს ვასაძე, არის ძალადობა და სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე, მოვუწოდებთ საპატრიარქოს, რომ დაგმოს მსაგვსი ტიპის ძალადობა”

შეგახსენებთ,  „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა განცხადებით, „მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია”.

“საზოგადოება ისე არის მობილიზებული და ერთსულოვანი, რომ ყველანაირად შევეცდებით, არ ჩავატარებინოთ. ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვაპირებთ, პრაიდი ვიცი მე ლომების და არა ქათმების, ამიტომ ქათმების პრაიდთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრემ, ლევან ჩაჩუამ, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას „ღირსების მარშის” ჩატარებასთან დაკავშირებით.

თამაზ სოზაშვილი, “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი

“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....