ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩავიბარე მართლაც ურთულესი დარგი და თან ყველაზე წარმატებული მინისტრის ყველაზე წარმატებულად შესრულებული რეფორმის შემდეგ. ეს ჩემს პასუხიმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. თუმცა დარწუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იმ პოზიციიდან, სადაც ის გადაინაცვლებს, ყველა ჩვენგანს მხარში დაგვიდგება და ხელს შეგვიწყობს. რეფორმები, რომელიც წინ გველოდება, იქნება თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით შესრულებული თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ. ჩვენ გუნდურად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

შეგახსენებთ რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა – დღეიდან უწყებას დავით სერგეენკოს ნაცვლად ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს.მან დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა.

იტვირთბა....