ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ იწყებს

დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ იწყებს, რომლის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება.

პირველი ღონისძიება 16 ივნისს, „ჰუალინგის პარკში“ გაიმართება. ღონისძიება მოიცავს 30-ზე მეტ საბავშვო-გასართობ აქტივობას, აგრეთვე ტურნირებს სპორტის შემდეგ სახეობებში: მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, პარა ფარიკაობა, უშუ, ბატუტი, მეკლდეურობა, კიკბოქსინგი. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს.

ფესტივალის ფარგლებში, სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოფენა-გაყიდვაში ჩაერთონ.

ღონისძიება 18:00-დან 23:00 საათამდე გაგრძელდება. ბოლო ნაწილში, 20:30 საათზე კი, მსმენელის წინაშე ჯგუფი Loudspeakers წარსდგება.

პროექტი, რომელსაც დედაქალაქის მერია წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს, ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

იტვირთბა....