მთავარი პოლიტიკა ციტატა

ბოკუჩავა – ივანიშვილმა საკუთარი ექიმი საკუთარი სტომატოლოგით ჩაანაცვლა

“ივანიშვილმა საკუთარი ექიმი ახლა ჩაანაცვლა საკუთარი სტომატოლოგით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე,რომ ეს ადამიანი ქვეყანას არ უყურებს როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც თავის პირად პროექტს, სადაც შეუძლია რომ საკუთარი გარემოცვა დანიშნოს და მოხსნას ისე,რომ არ გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები. კონკრეტულად სერგეენკოზე არსებობს გარკვეული ეჭვები თითქოს ის კორუფციულ სქემებში იყო ჩართული, რასაც ასევე არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი გახდა სწორედ ნეპოტიზმი კორუფცია საკუთარ ჯიბეზე ზრუნვა ნაცვლად მოსახლეობაზე ზრუნვისა”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა “კურიერთან” საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებას ეხმაურება;

იტვირთბა....