aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბულგარეთის ეკლესია მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტის განცხადებით, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმის წასახალისებლად, მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს.

ამის შესახებ პატრიარქმა ნეოფიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა ბულგარეთში გაიმაერთა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ნეოფიტმა ხაზგასმით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ღვაწლი და განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მართლმადიდებელი სამყაროში გამორჩეული ფიგურაა.

იტვირთბა....