ქვეყანაში პირველი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების დეფიციტია. ლევან ვასაძემ თავისი წესრიგი გამოგვიცხადა, მე რასაც ვთვლი წესად, გარეთ იმის დასაცავად გამოვდივართო. ეს არის „ქართული ოცნების“ არასწორი მმართველობის პირდაპირი შედეგი, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერი გვეუბნება, რომ ცხოვრების წესებს მე ვადგენ, კონსტიტუციაში რა წერია, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვსო, ახლა ვინმე ვასაძე გამოდის და ჩემს წესებს ახლა მე დავადგენო. პანკისის ხეობაში სხვები ამბობენ, რომ წესებს დავადგენთო, ბიზნესწრეებში ამბობენ, საქმეებს ჩვენ დავადგენთო, როცა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ ბიზნესმენებს ვეუბნები სასამართლოში არ წახვიდეთ, ჩემთან მოდით, მოგარიგებთო
“შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი.