aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დესტაბილიზაციის შემთხვევაში ისინიც დაზარალდებიან, ამოვყოფბთ რუსის ყულფში თავს და ატარონ მერე პრაიდები – ლაგაზიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე წინაშე პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგან, მათ შორის ლგბტქ თემის წარმოამდგენლებსაც, – ამის შესახებ “მეტრონომთან საუბრისას პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ბოლოდროინდელი მოვლენების თემის კომენტირებისას განაცხადა.

ლაგაზიძის განცხადებით, სანამ სიტუაცია ასე დაიძაბებოდა, ლგბტქ თემის წარმომადგენლებს უნდა გამოეჩინათ პასუხისმგებლობა და თავად ეთქვათ უარი აქციაზე.

“ჩემთვის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებია ამოსავალი. ამ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ყველა ადამიანი, რომელთა უსაფრთხოებაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, კონსტიტუციამ და შესაბამისმა ორგანოებმა. პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან უსაფრთხოების სამსახურს და ზოგადად, ხელისუფლებას არ ეკისრება. პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენც, თითოეულ მოქალაქეს – მიუხედავად აღმსარებლობის, კანის ფერისა და სექსუალური ორიენტაციისა.

ამიტომაც, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოება სერიოზული დარტყმის ქვეშ დგება, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთიდან მართული აქციებით ცდილობენ ქვეყნის სტაბილიზაციის შერყევას, ლგბტქ თემის წარმომადგენლებმაც უნდა აიღონ პასუხსმგებლობა – ხომ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები? ხომ უნდათ, რომ ამ ქვეყნის კონსტიტუციამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიცვან და ვეთანხმები, რომ უნდა დაიცვან. ადამიანი არის ადამიანი, განურჩევლად ყველაფრისა. თუმცა, რადგან სახელმწიფოსგან დაცვას ითხოვენ, სახელმწიფოს უსაფრთხოების წინაშეც ეკისრებათ პასუხისმგებლობა. როდესაც ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება დგება დარტყმის ქვეშ, ნებისმიერი მოქალაქე დგება ამ დარტყმის ქვეშ.

ამიტომ, სანამ სიტუაცია ასე დაიძაბებოდა, ლგბტქ თემის წარმოამდგენლებს უნდა გამოეჩინათ პასუხისმგებლობა და თავად ეთქვათ ამ აქციაზე უარი. მაშინ, როდესაც მე, რიგითი ადამიანი მზად ვარ მათი უფლებები დავიცვა, მათი მოვალეობაა, რომ დაიცვან ჩემი და  მათი საერთო ქვეყნის ინტერესი. რუსეთი ღია ტექსტით ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს და ღიად გიანონსებს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დგას საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი. პასუხისმგებლობა ცალმხრივი არ არსებობს. დესტაბილიზაცია რომ მოხდეს, ისინიც ხომ დაზარალდებოდნენ? ამოვყოფთ რუსის ყულფში თავს და მერე ატარონ პრაიდები. მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში სახელმწიფომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც სახელმწიფო აღიარებს, რომ ვერ იცავს უფლებებს, მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18-23 ივნისს დაგეგმილი იყო “თბილისი პრაიდის” ჩატარება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონსიძიება იყო დაგეგმილი.

ამის შემდეგ, საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ არ დაეშვა ე.წ. გეი-პრაიდის ჩატარება. 

საპატრიარქოს ამ მოწოდების შემდეგ “თბილისი პრაიდის” ორგანოზატორებმა იმდღესვე გადაწყვიტეს აქციის ჩატარება. აქციის პარალელურად ბიზნესმენი ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების კონტრაქცია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ორ აქციას ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

საბოლოოდ, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა პოლიციის კორდონის თანხლებით დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია. კონტრაქციიდან კი 28 პირი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

ამის შემდეგ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში თანამოაზრეებთან ერთად აქცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სახალხო რაზმების ჩამოყალიბებას იწყებს და არ დაუშვებს თბილისში ე.წ. გეი-პარადის ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ ვასაძის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

17 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებსა და “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, შსს-ს პოზიციაა, რომ პრაიდი არ ჩატარდეს. ლომჯარიას განცხადებით, შსს ღია სივრცეში უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა.

თავის მხრივ, ვასაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შსს-ს პოზიცია სწორია და ჯერჯერობით სახალხო რაზმები აღარ შეიქმნება. თუმცა, იქვე დაამატა, რომ კვლავინდებურად არ დაუშვებს ე.წ. გეი პარადის ჩატარებას.

ამ დროისთვის უცნობია “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების გადაწყვეტილება გაიმართება თუ არა “ღირსების მარში”.

 

იტვირთბა....