ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დედაქალაქის მერია ფესტივალს “თბილისის ცის ქვეშ” წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს

ფესტივალის ფარგლებში თბილისის სხვადსხვა უბანში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ფესტივალთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და VTB ბანკის წარმომადგენელმა შოთა მაჭავარიანმა მედიას ინფორმაცია მიაწოდეს საფესტივალო პროგრამისა და ადგილმდებარეობის შესახებ. ბანკსა და მერიას შორის ასევე გაფორმდა თანამშრომოლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პირველი საფესტივალო ღონისძიება 16 ივნისს ჰუალინგის პარკში 18:00 – 23:00 სააამდე გაიმართება. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადსხვა სპორტული ზონა სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა გაივარჯიშოს და მონაწილეობა მიიღოს პროფესიონალი სპორტსმენების მასტერკლასებში. სპორტულ ზონებში ტანვარჯიში, ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი, კიკბიქსინგი და სხვა სახეობები იქნება წარმოდგენილი. ამის გარდა გაიმართება საბავშვო კინოჩვენება, მოეწყობა საგამოფენო სივრცე და მსმენელის წინაშე ჯგუფი loudspeakers წარდგება. პროექტი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განაცხადა: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული პროექტების და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები შეძლებენ აბსოლუტურად უსასყიდლოდ ეზიარონ სპორტის სხვადსხვა სახეობას და ჩაერთონ აქტივობებში.

იტვირთბა....