ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვასაძე – არავითარი ცემა-ტყეპა ამ უბედური გრანტიჭამიებს, უბრალოდ, ვკიდებთ ხელს და გაგყვავს იქიდან

არავითარი ცემა და ტყეპა ამ უბედური გრანტიჭამიების და გარყვნილების მქადაგებლების, არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ ვკიდებთ ხელს და გაგვყავს იქიდან. თუ პოლიცია დაგვიყენებს კორდონს, ჩვენ მას გავარღვევთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერით თუ მის გარეშე, მის მიერ ჩამოყალიბებული საორგანიზაციო ჯგუფი არ დაუშვებს „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი კვირეულის ჩატარებას.

„ჩვენს მომხრეებს და მონაწილეებს დაუწყეს გამოკითხვებზე და დაკითხვებზე დაბარება, ესეც ტაქტიკა არის ეტყობა, ჩვენი არევის, შეშინების, ან შესაძლოა, სამინისტრო ვალდებულია, რახან საქმე აღიძრა, ჩაატაროს ეს გამოძიება. ჩვენ ვთქვით, ძალიან მკაფიოდ, რომ ვითანამშრომლებთ მასთან. გუშინ, ერთ-ერთი ჩვენიანის დაკითხვაზე დაბარებისას, უკითხავთ, რატომ არ მოვარდნენ ხალხიო, ლევანი ხომ დაგვიპრდაგამოგგლიჯავთ ყველასო. ხალხნო, ნუ აურევთ ერთმანეთში იმას, რაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ თუ დაპირისპირება დაიწყო, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც გავაჟღერეთ. მანამდე კი, წყნარად და მშვიდად გამოძიების ყველა კითხვაზე ვიძლევით პასუხს და ვთანამშრომლობთ, რათა იყოს სიმშვიდე. ბოლომდე არ ვენდობით, მაგრამ ვხედავთ რაღაც ნიშნებს, რომ ისინიც არ არიან მოსურნეები ამ გარყვნილების ზეიმის ჩატარებისა, რომელსაც არ ჩავატარებინებთ სახელმწიფოს მხარდაჭერით ან მის გარეშე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დაიცავენ თავს.

ყველა იმ ადამიანის ფუნქცია, ვინც ჩაეწერა მოხალისეთა სახალხო ჯგუფებში არ არის უკანონობის ფორმირება, არამედ სიწყნარის და სიმშვიდის შენარჩუნება და იმ ხალხის იქიდან გაყვანა ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი მეთოდით”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

იტვირთბა....