ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, მოჰამედ მურსი, სასამართლო დარბაზის სხდომისას გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი სასამართლო სხდომის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შეახებ “იმედინიუსი” ავრცელებს.

„მუსლიმთა საძმოს“ ლიდერი ჯაშუშობის საქმეზე სასამართლო განხილვისას სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.

მოჰამედ მურსი ხელისუფლებაში ე.წ. არაბული გაზაფხულის შედეგად, 2011 წელს მოვიდა. თუმცა, მისმა მმართველობამ მხოლოდ წელიწადნახევარი გასტანა.

„მუსლიმთა საძმო“ მასობრივი საპროტესტო აქციებისა და სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს.

იტვირთბა....