“არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული. ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ამას უზრუნველვყოფთ. პრობლემები და გამოწვევები რაც საქართველოში, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. სჯობს, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული. საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი ისევე, როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება და სახელმწიფო ინსტიტუტები ამას ახორციელებენ ძალიან მაღალ დონეზე”
ამის შესხებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “თბილისი პრაიდის” თემასთან დაკავშირებით ბოლო დროინდელი მოვლენების თემის კომენტირებისას საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა;