მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

ვასაძისნაირ ნაძირალას არ ეკამათებიან, მსგავს სუბიექტებს აპატიმრებენ, მუქარისა და ძალადობისთვის – კახიძე

“არსებობს ხალხი, რომლებიც თვლიან, რომ განსხვავებული ადამიანები უნდა შეავიწროვო.

ზოგი კანის ფერის გამო ახარისხებს და შავკანიანები ეჯავრება, ზოგი ეროვნების გამო ემტერება სხვას – მაგალითად, ისრაელელებს და ზოგიც სექსუალური ორიენტაციის მიხედვით გამოარჩევს მისთვის საძულველ ადამიანებს.

ასეთი მოფაშისტო ხალხი ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის წესიერი საზოგადოებისგან გამიჯნული და მათთან ჩვეულებრივ დისკუსიაში არ შედიან.

მაგალითად ლევან ვასაძისნაირ ნაძირალას არ ეკამათებიან, რამდენად სწორია ქამრებით და კომბლებით განსხვავებული ადამიანების დევნა. მსგავს სუბიექტებს აპატიმრებენ, მუქარისა და ძალადობისთვის.

ჩემი აზრით, ძალადობისა და სიძულვილის მქადაგებლები ჩვეულებრივი ადამიანების პირისპირ არ უნდა ისხდნენ სატელევიზიო გადაცემებში მხარეებად.

შეიძლება თავიდან რომელიმე ნაძირალას გაესაუბროს ჟურნალისტი ჩართვის ფორმატში და შემდეგ უკვე სტუდიაში მსხდომმა კანონმორჩილმა, ნორმალურმა ხალხმა განიხილოს საკითხი და აუდიტორიას აუხსნას საქმის არსი.

მაგალითად, კუკლუქსკლანის ლიდერებთან ან სკინჰედებთან დისკუსია დასავლურ მეინსტრიმ ტელევიზიებში არ წარმოებს. რასიზმის, როგორც პრობლემბის განხილვა – კი ბატონო”

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....