ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან ვასაძის სამუშაო ბიოგრაფია პირდაპირ კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან – ლევან კობერიძე

თუ “AFK SISTEMA” გაგიგიათ, ნახავთ, ვასაძეს რა პოზიცია ეკავა. ეჭვი არავის ეპარება, რომ მსგავსი სახის ორგანიზაციები და კომპანიები რუსეთში პირდაპირ მათ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნებიდან წასული, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ლევან ვასაძის ძალადობრივ მოწოდებებს.

„კარგად უნდა შევხედოთ ლევან ვასაძის სამუშაო ბიოგრაფიას. ვინმეს თუ გაუგონია „AFK SISTEMA “-ს, ნახავს, იქ რა პოზიცია ეკავა ვასაძეს. ეს ძალიან მარტივი დასადგენია და არავის ეჭვი არ ეპარება, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციები და კომპანიები რუსეთში პირდაპირ არის მათ სპეცსამსახურებთან კავშირში. ეს ხელის გულზე დევს და ამას არც მარჩიელობა და არც მკითხაობა არ უნდა. ამიტომ, ჩემთვის აბსოლუტურად, გასაგებია, თუ ასე ჩავთვლით – ვისი მხრიდან იმართება ან ვის წისქვილზე ასხამს წყალს ეს პიროვნება. ეს ადამიანი მუშაობდა ისეთ თანამდებობაზე, ისეთ კომპანიაში, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ ადამიანს არ ჰქონდეს პირდაპირი კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან.

რაც შეეხება მის განცხადებებს, ვთვლი, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და თუ ამ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ არის ქვეყანა, მაშინ სასწრაფოდ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგა“, – განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ,  რომ 16 ივნისს, ვერის ბაღში “ნამდვილი კაცების” შეკრებაზე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით “გასცემენ პასუხს”. შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....