მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

ნაცისტური გერმანიის გარიჟრაჟზე ზუსტად ასე ექცეოდნენ განსხვავებულ ჯგუფებს – კაპანაძე

“ქრისტიანობა 7 სასიკვდილო ცოდვას იცნობს:
ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, შური, მაძღარება, განრისხება და უქნარობა.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ იქმნება ჯგუფი, რომელიც ამ ცოდვების ჩამდენებს დააკავებს ქალაქში და მათ ქამრებით გაკოჭავს.

ჰოდა, ეს დააანონსა გუშინ ვასაძემ და ამაზე მისცა მას მწვანე შუქი ხელისუფლებამ (თუ არ მისცა, ვნახავთ დღეს და ხვალ რას მოიმოქმედებენ).

არ სჭირდება დიდი ანალიტიკა და ორი დიპლომი იმის მიხვედრას, თუ საით გავექანებით, ეს თუ ამ ფაშისტურ ჯგუფს შერჩა.

ზოგიერთ თავგზააბნეულს თუ უკვირს, ფაშისტი რატომ ვარო, გაიხსენოს, ან წაიკითხოს, რომ ნაცისტური გერმანიის გარიჟრაჟზე ზუსტად ასე ექცეოდნენ განსხვავებულ ჯგუფებს. თავიდან არ კლავდნენ. ოღონდ იქ ამ ძირითად ჯგუფს ებრაელები ერქვა”

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....