ახალი ამბები მთავარი

 რუსეთი ცდილობს ისეთი საკითხების მოძებნას, რაც პოლიტიკური დებატების საწყისია და მერე ამ საკითხებს ქართული საზოგადოების გასაყოფად იყენებს -მაიკლ კარპენტერი

რუსეთი ცდილობს ისეთი საკითხების მოძებნას, რაც პოლიტიკური დებატების საწყისია და მერე ამ საკითხებს ქართული საზოგადოების გასაყოფად იყენებს – აცხადებს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო საკითხებში მაიკლ კარპენტერი. 

“რეალობა ისაა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას რუსეთთან ინტეგრაცია არ უნდა. რასაც რუსეთი აკეთებს, ამის შედეგია. ისინი ცდილობენ ისეთი საკითხების მოძებნას, რაც პოლიტიკური დებატების საწყისია და მერე ამ საკითხებს ქართული საზოგადოების გასაყოფად იყენებენ. ლგბტ უფლებები ერთერთი ასეთი საკითხია, სადაც რუსებს უყვართ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის შუღლის ჩამოგდება. ვფიქრობ, ხელისუფლება სწორად იქცევა, მაგრამ ეს თემა თავიდან ბოლომდე იმიტომ შეიქმნა, რომ სხვა საკითხებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს,” – განაცხადა კარპენტერმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი მთელი ევროპის მასშტაბით თანამშრომლობს ულტრადაჯგუფებებთან, მათ შორის საქართველოში და თვლის, რომ აუცილებელია ამ საკითხზე პოლიტიკური დებატების არსებობა.

“რუსეთი თანამშრომლობს ულტრადაჯგუფებებთანნეონაცისტებთანაც კი მთელი ევროპის მასშტაბით. სლოვაკეთიდან ნორვეგიამდე და შვედეთამდე. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მთელი ევროპის მასშტაბით ულტრა მემარჯვენე ძალებს სამხედრო წვრთნებს უტარებს და, რა თქმა უნდა, ისინი საქართველოში არსებულ მსგავს ჯგუფებთანაც ასევე თამაშობენ. ეს ძალიან სახიფათოა და ამ ჯგუფებს პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაციის პოტენციალი აქვთ. ეს უნდა იყოს პოლიტიკურ დებატების საგანი – თქვა კარპენტერმა.

მაიკლ კარპენტერი საქართველოში საქართველოს უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ კონფერენციას “რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში” ესწრება.

იტვირთბა....