“რაც შეეხება უცხოელების მონაწილეობას ამ ყველაფერში, ხმები ვრცელდება რომ ჩამოჰყავთ თვითმფრინავებით მამათმავლები და არის ერთუ ვაი-უშველებელი. ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, როცა თვითმფრინავი გადმოუფრენს თრიალეთს და უახლოვდება თბილისის აეროპორტს, მშვენივრად ჩანს იქ ნარიყალაზე ქართლის დედა და კარგად დააკვირდნენ მას, ქართლის დედას ხელში ორი რამე უჭირავს – ღვინის თასი სტუმართმოყვარეობის სიმბოლო და მახვილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მახვილით არავის არ დავხვდებით, მაგრამ უარყოფით პასუხს გავცემთ”
ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა;