„დღეს დილას ჩვენი უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ, რომ ჩვენ შეგვარცხვინონ, გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური, არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და დაგვაბრალონ ჩვენ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და მასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. თუ მაინცდამაინც მათ უნდათ, რომ ეს მოხდეს, ჯვარი გვწერია ყველას, მაგრამ აქ ვარ რვა შვილის მამა, მე მესროლონ ის ტყვია და ნურავის იმ გარყვნილი ადამიანებიდან ნუ შესწირავენ ზვარაკად ამ საშინელ დღეებს”
ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა მიმდინარეობს;