ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანტალიაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს

თურქეთში, ანტალიაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 61 წლის ქალი სავარაუდოდ, თოკით არის გაგუდული.

ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველებმა ნახეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, რომლებიც საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ და ქალი გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა.

იტვირთბა....