საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, ტყიბულში სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქნარს გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დაუყოვნებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი სწრაფი რეაგირების შედეგად, ხანძარი არ გავრცელდა ფართო ტერიტორიაზე.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდნენ ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.