“კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ის, რასაც ყოველთვის ვაფიქსირებ ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში. ეს დრო ჩაბარდა წარსულს, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და კრემლიდან არ განისაზღვრება საქართველოს მომავალი. ჩვენმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ სამი მიმართულებით ჩვენ ვართ წარმატებულები. საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს და საქართველო გააგრძელებს თავის სტაბილურ და მდგრად განვითარებას”
პრემიერი მამუკა ბახტაძე “იმედის” ეთერში;