ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადა მარშანია – ჩვენი აქ დგომით, აფხაზეთი ბრუნდება

„გაგიმარჯოთ, საქართველოს ჯარისკაცებო. თქვენზე, თქვენს სინდისზე, თქვენს გულზე, თქვენს სისხლზე, ჩვენს ჯიშზე, ჩვენს მონდომებაზე, ჩვენს ბრძოლაზე დგას ეს ქვეყანა, ჩვენი საყვარელი, ულამაზესი საქართველო. ამიტომ, არცერთი წუთი არ ვიფიქროთ, რომ ჩვენ აქ მოვედით, ჩვენ აქ ვიდექით, ბევრჯერ მოვედით, ბევრჯერ დავდექით, მაგრამ მერე, რა? არცერთი წუთი არ ვიფიქროთ ასე. ყოველ ჩვენს გაბრძოლებას აქვს უდიდესი აზრი. პირველ რიგში ჩვენ-ჩვენი სინდისის წინაშე ვართ მართლები იმიტომ, რომ ამაზე უფრო უზენაესი საქმე, წადილი, რასაც ჰქვია სამშობლოს დაცვა, არც არაფერი არ არის. ეს არის ჩვენი წმინდა მოვალეობა, ეს არის ჩვენი ღვთიური მოვალეობა. ამიტომ ხართ თქვენ, ამიტომ. ჩვენი აქ დგომით აფხაზეთი ბრუნდება, მე ეს ნამდვილად ვიცი. სამხედრო მიუმხრობლობა, ეს პოლიტიკა დაგვაყენებს ჩვენ სწორ გზაზე”

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია დღეს პარტიის მიერ გამართულ აქციაზე;

შეგახსენებთ, რომ თბილისში თავისუფლების მოედანზე “პატრიოტთა ალიანსის” აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დავითა გარეჯის ირგვლივ არსებული ვითრება გააპროტესტეს. “პატრიოტთა ალიანსის” წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს.

ფოტო: “ტაბულა”

იტვირთბა....