ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა

თბილისში თავისუფლების მოედანზე “პატრიოტთა ალიანსის” აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დავითა გარეჯის ირგვლივ არსებული ვითრება გააპროტესტეს.

“პატრიოტთა ალიანსის” წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს.

დავით თარხან-მოურავის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პატრიოტია და პატივს სცემს მას.

„ჩვენ პატივს ვცემთ აზერბაიჯანს, გვინდა ძმობა, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიჩუქებით რამეს. დავით გარეჯი არის საქართველო. ჯერ სააკაშვილმა გაყიდა ეს ტერიტორიები. ხელში მიჭირავს ფურცელი, ეს არის 1995 წლის 13 ივნისის ოქმი, აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო კომისიების. ოქმში პირდაპირ წერია, რომ საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარი უნდა დადგინდეს 1932 წლის რუკის შესაბამისად. ჩვენია ეს ტერიტორია, ჩვენსას არავის არ დავუთმობთ. ჯერ სააკაშვილი გამოდის 2007 წელს და გვეუბნება, რომ ილჰამ ალიევს შევხვდი და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სტრატეგიული სიმაღლეები ჩავაბაროთო, ვინ არის სააკაშვილი, რომ სტრატეგიული სიმაღლეებს გადასცემს.

ეს არის ჩვენი სამშობლო, ათასობით ადამიანის სისხლი დაიღვარა, ამდენი საუკუნის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გაიგოს ამ ხელისუფლებამ და იმ ხელისუფლებამ ბაქოში, მე ალიევის გონიერების იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დავთმობთ დავით გარეჯს, ეს არის საქართველო და არამარტო დავით გარეჯს, არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორიისა არ იქნება დათმობილი. ეს ხელისუფლება ზუსტად იგივეს აკეთებს, ყიდის ტერიტორიებს. ამ ხელისუფლებამ ექვსი ჰექტარი მიწა თურქეთს აჩუქა და ამბობს, რომ არ უჩუქნია“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

პარტია წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებასაც ითხოვს.

იტვირთბა....