“აქ არ არსებობს მხარეები, არსებობს მხოლოდ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიკრიბოს იქ, სადაც უნდა. აქ სახელმწიფომ თუ არ უზრუნველყო ეს უფლება, რომ ადამიანებს საფრთხის გარეშე შეეძლოთ შეკრება, მაშინ ჩვენ სახელმწიფო არა ვართ. მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა აქ ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფი, არავის არ აქვს უფლება, დაბლოკონ და არ მიეცეთ შეკრების საშუალება. აქ ჩვენ ვიცავთ არამარტო უმცირესობების უფლებებს, არამედ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, შეკრებების და აზრის გამოხატვის უფლებას, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი”.
ელენე ხოშტარია ევროპული საქართველოს წევრი