ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები გიორგი გახარიასგან, სალომე ზურაბიშვილისგან, თამარ ჩუგოშვილისა  და მამუკა ბახტაძისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ

“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო ბოლქვაძე შს მინისტრს, გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილსა და პრემიერმინიტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართავს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

როგორც ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა, ქვეყნის პირველმა პირებმა განცხადებები გააკეთონ ლგბტ აქტივისტების უფლებებთან დაკავშირებით.

“ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს ქართულს უწოდებს, სინამდვილეში არის მარგინალური, ფაშისტური, ძალადობრივი დანაშაულებრივი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია აკეთებს საჯარო განცხადებებს, რომელიც მიმართულია საზოგადოების გახლეჩვისკენ, სიძულვილის გაღვივებისკენ და ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოსპობისკენ . დღეს საპატრიარქოს განცხადება იყო 2013 წლის 17 მაისის წინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, რომლებიც ჩვენს ჯგუფს არ განიხილავს ადამიანებად და გვეუბნეოდნენ, რომ არ მიიჩნევენ ჩვენს სიცოცხლეს დაცვის ღირსად. ღირსების მარშის ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ნაწილდება პასუხიმგებლობები“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

მთავრობის კანცელარიასთან დღეს დაგეგმილი იყო ლგბტ აქტივისტების აქცია, თუმცა მანამდე ადგილზე პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია და კონტრაქცია მინდინარეობს, მათ შორის კი პოლიციის კორდონია მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას ადგილიდან ჰყავდა გაყვანილი ლგბტ პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი, რომელიც უკვე აქციაზე იმყოფება. შემდგომში კი სამართალდამცავებმა კონტრაქციის 4 მონაწილე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო

იტვირთბა....