ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო

“ნეტგაზეთის” ჟურნალიტს, გიორგი დიასამიძეს, რომელიც კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა, შემდეგ კი ძირს დაუგდო.

ჟურნალისტის თქმით, ამ პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.

მისივე ინფორმაციით, პირი, რომელმაც ტელეფონი წაართვა, მანამდე ეკითხებოდა თუ ვინ იყო და რომელ მედიასაშუალებას წარმოადგენდა, რის შემდეგაც ტელეფონი წაართვა.

ვიდეოს ავტორი – “ლიბერალი”.

მთავრობის კანცელარიასთან დღეს დაგეგმილი იყო ლგბტ აქტივისტების აქცია, თუმცა მანამდე ადგილზე პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია და კონტრაქცია მინდინარეობს, მათ შორის კი პოლიციის კორდონია მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას ადგილიდან ჰყავდა გაყვანილი ლგბტ პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი, რომელიც უკვე აქციაზე იმყოფება. შემდგომში კი სამართალდამცავებმა კონტრაქციის 4 მონაწილე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

ნეტგაზეთის ჟურნალისტს, აქციის მონაწილემ, რომელიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩეოდა, ტელეფონი წაართვა

Gepostet von ლიბერალი / Liberali am Freitag, 14. Juni 2019

 

 

 

იტვირთბა....