aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, კონტრაქციის 4 მონაწილეა დაკავებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიასთან, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის 4 მონაწილე დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის 4 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. აღნიშნული პირები შეეცადნენ გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი. სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტების აქცია და მოწინააღმდეგე ჯგუფის კონტრაქცია მიმდინარეობს, მათ შორის კი, პოლიციის კორდონი დგას.

იტვირთბა....