ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი აქციაზე დაბრუნდა

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი აქციაზე დაბრუნდა.

მანამდე ის აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ გაუყვანა.

თაბაგარის დაკავებამდე, ბიზნებსმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა საქართველოში არანაირი ლგბტ აქცია და „გეი პრაიდი“ არ ჩატარდება.

ვასაძე კანცელარიასთან მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

მისივე თქმით, ხვალისთვის დააანონსებენ მოძრაობას და გადაწყვეტენ, როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა „ლგბტ პრაიდის“ ჩატარებას თბილისში.

ამ დროისთვის კანცელარიასთან მობილიზებულია პოლიცია.

აქციისა და პრაიდისორგანიზატორების თქმით, ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებდნენ, რის უფლებასაც არ აძნევენ.

ისინი მოითხოვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნე  და მხარი დაუჭირონ.

იტვირთბა....