დღეს, 19:00 საათზე, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი მოუწოდებს ხელისუფლებას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა დაიცვან.
მათი თქმით, ისინი კანცელარიასთან დარჩებიან, მანამდე, სანამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს „თბილისი პრაიდის” გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.
„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ 19:00 საათზე.
ამავე თემაზე: საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას „თბილისი პრაიდის“ ჩატარება
31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.
„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.
დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
___________________
დღეს საპატრიარქომ „თბილისი პრაიდის“ შესახებ განცხადება გაავრცელა.სადაც ღნიშნულია, რომ ღონისძიება მათთვის მიუღებელია და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან ის.
ასევე აცხადებენ, რომ LGBT ჯგუფები იმ მოტივით, რომ მიიღონ დაფინანსება, უცხო ქვეყნის მონაწილეებს აწვდიან ინფორმაციას, „თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან“.
წყარო – “ლიბერალი”