ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კარასინის განცხადება დასტურია, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა” – ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის, განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ ერთი სერიოზული გარანტია და მექანიზმია.

ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის უსაფრთხოებაში.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო რომელიმე ქვეყნის, არამეგობარი, არაპარტნიორი ქვეყნების გავლენის ქვეშ მოექცევა. ჩვენ ძლიერი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები გვყავს და ეს რესურსი მაქსიმალურად და ჭკვიანურად უნდა იყოს გამოყენებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, თუმცა მათ „აშშ-ის ტონი არ აწყობთ”.

იტვირთბა....