საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ნატოსთან დაკავშირებით, გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსები გვხედავენ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის როლში, როგორც მათი ეროვნული ინტერესების მქონე.
“ბატონი კარასინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს. საქართველოს საკუთარი ეროვნული ინტერესები აქვთ. რუსები გვხედავენ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის როლში, როგორც მათი ეროვნული ინტერესების მქონე. თუმცა, ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან კავშირი გვსურს არა იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომს ვაპირებთ, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება დავიცვათ. ეს არის არსებითი განსხვავება მათსა და ჩვენ დამოკიდებულებას შორის”, – აცხადებს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს ნატოში მიღება საქართვე-რუსეთის ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს.